არქივი15 იანვარი, 2025, 23:40
გერმანიის ელჩი - პატივი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და მიხაილ როთის მიღება - ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს მიმდინარე ორმაგი კრიზისის დაძლევა

პატივი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და პარლამენტარი მიხეილ როთის მიღება, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.
ელჩის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში „მიმდინარე ორმაგი კრიზისის დაძლევაზე“ ისაუბრეს.
„ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია საქართველოს მიმდინარე ორმაგი კრიზისის დაძლევა - ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც მის ურთიერთობებში გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვებთან. დავარწმუნე პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომ გერმანია საქართველოს საიმედო მეგობრად დარჩება", - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.