გერმანიის ელჩის განცხადება არის 28 ნოემბერს ხალხის ასაგდებად გასროლილი სიტყვები

გერმანიის ელჩის განცხადება არის 28 ნოემბერს ხალხის ასაგდებად გასროლილი სიტყვები
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია რომ, გერმანია საქართველოსთან მიმართებაში გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს – დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროპული საბჭო, ამას დაადასტურებს და საკითხი ქართული მხარის ქმედებების გამო დაიხურება.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფიშერის განცხადება 28 ნოემბერს ხალხის ასაგდებად გასროლილი სიტყვებია. მისივე თქმით, ევროპული საბჭო საკითხს დახურავს წელს, გახსნის 2028 წელს, როდესაც საქართველო ფაქტის წინაშე დააყენებს და ეტყვის – შევასრულე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და გახსენი მოლაპარაკებები წევრობაზე.
„ნანახი გვაქვს ასეთი “კინოები,” ეს არის 28 ნოემბერს ხალხის ასაგდებად გასროლილი სიტყვები.
ევროპული საბჭო საკითხს დახურავს წელს, გახსნის 2028 წელს, როდესაც საქართველო ფაქტის წინაშე დააყენებს და ეტყვის – შევასრულე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პუნქტი და გახსენი მოლაპარაკებები წევრობაზე, თუ უარს ამბობ ესეც გვითხარი და დაასაბუთე.
ისე, რატომ უნდა ამ კაცს რომ აქედან შერცხვენილი წავიდეს და ქართულ გერმანული ურთიერთობების ისტორიაში მისი ელჩობა შავ ლაქად დარჩეს? ეტყობა მაგრად ჰკიდია ეს ამბავი.“ – წერს ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა