გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას აწარმოებს

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვას აწარმოებს , – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, განცხადებაში აღინიშნება მზაობა შემდგომი ზომების მიღების შესახებ.

„საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტის დაპირება ან განხორციელება არ მოხდება და არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო უფლებას იტოვებს, რომ ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად შემდგომი ზომები მიიღოს“, – ნათქვამია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, სვენია შულცეც ავრცელებს.

„აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება, დროებით მაინც, თავისი მოქალაქეების ევროპული მომავლის შანსს ბლოკავს. ქართველების დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ყოველდღე, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხალხი ქუჩებში გამოდის, რადგან მათ ევროპული საქართველო სურთ. ამასთან, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული. განვითარების სამინისტრო აქამდე საქართველოს ევროპულ გზას მხარს უჭერდა. საქართველოს ამ მთავრობასთან ეს თანამშრომლობა არსებითად ვეღარ განხორციელდება. მომავალში, თუ საერთოდ, ეს ვალდებულება შეიძლება გაგრძელდეს იქ, სადაც ეს ქვეყნის ევროპულ კავშირებს გააძლირებს“, – აცხადებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად