გერმანიის ეკონომიკის მინისტრი - ცვალებადი გლობალური წესრიგის პირობებში გერმანიამ ახალი პარტნიორები უნდა იპოვოს

ცვალებადი გლობალური წესრიგის პირობებში გერმანიამ ახალი პარტნიორები უნდა იპოვოს, - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, კატერინა რაიხემ განაცხადა.
„მსოფლიო უფრო არასტაბილური ხდება და ალიანსები, რომლებსაც ვენდობით და ვეყრდნობით, დაშლას იწყებს“, - განაცხადა კატერინა რაიხემ.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა პოტენციურ ახალ პარტნიორებად ავსტრალია, ინდოეთი და კანადა, ასევე, სამხრეთ ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნები დაასახელა.
„ეს არსებული პარტნიორების მიტოვებას არ ნიშნავს, არამედ მათთან ერთად მუშაობას და ახალი პარტნიორების მოპოვებას“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.