გერმანიის ეგზიტპოლები მიუთითებს კონსერვატორთა ლიდერობაზე, ულტრამემარჯვენეებს ყველაზე მაღალი შედეგი აქვთ ომის შემდეგ

გერმანიაში 23 თებერვალს ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლები მიუთითებს ოპოზიციონერი ფრიდრიხ მერცის კონსერვატორთა ლიდერობაზე, ხოლო “ალტერნატივა გერმანიისთვის” აჩვენებს ულტრამემარჯვენე ძალების ყველაზე მაღალ შედეგს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
საზოგადოებრივი მაუწყებლების, ARD-სა და ZDF-ის ეგზიტპოლებით კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებს საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ექნებათ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში და ისინი მესამე ადგილზე გავლენ.
ეგზიტპოლების შედეგებით – რომლებიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა – მერცის ბლოკს აქვს ხმების 28.5-29%, ხოლო “ალეტარნატივას გერმანიისთვის”, იგივე AfD-ს, ხმების 19.5-20%, რაც 2021 წლის შედეგის დაახლოებით გაორმაგებაა.
შოლცის სოციალ-დემოკრატებს აქვთ 16-16.5%, რაც ბევრად ნაკლებია წინა არჩევნებთან შედარებით. გარემოს დამცველ მწვანეებს – რომლებიც კოალიციურ მთავრობაში პარტნიორებად რჩებოდნენ მას მერე, რაც ნოემბერში დაიშალა შოლცის სამი პარტიისგან შემდგარი კოალიცია – 13.5%.
სამ მცირე პარტიას შორის ერთ-ერთი, მემარცხენე პარტია სავარაუდოდ მოიპოვებს ადგილებს პარლამენტში, ხმების 8.5-9 პროცენტით. დანარჩენი ორი – ბიზნესის მხარდამჭერი “თავისუფალი დემოკრატები” და ასევე ერთი ალიანსი – ხუთპროცენტიან ბარიერთან მერყეობს.
კოალიციური პარტიის ფორმირებისთვის მერცს ერთი პარტია დაჭირდება თუ ორი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი პარტია მოხვდება პარლამენტში.
არჩევნების ფონი იყო შფოთვა ევროპის ამ უდიდესი ეკონომიკის სტაგნაციის თაობაზე, ისევე, როგორც ზეწოლა მიგრაციის შესამცირებლად. გაიმართა მზარდი ბუნდოვანების პირობებში უკრაინის მომავლის და ევროპის -სთან ალიანსის გარშემო.
ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის გერმანიას ყველაზე დიდი მოსახლეობა ჰყავს, ის ნატოს წამყვანი წევრი ქვეყანაა. -ის შემდეგ, გერმანია უკრაინისთვის იყო იარაღის სიდიდით მეორე მიმწოდებელი.
ეს გაიმართა ვადაზე შვიდი თვით ადრე, მას შემდეგ, რაც ნოემბერში დაიშალა მემარცხენე-ცენტრისტი კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიცია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა