პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად აცხადებს

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ხმათა უმრვალესობით დამტკიცდა, წინააღმდეგები მემარცხენეები იყვნენ.
ეს ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძლიებლებს აღმოსავლეთ ევროპის ამ ორი ქვეყნიდან მომავალში უფრო იოლად ეტყვიან უარს და უფრო მოკლე დღოში შეძლებენ მათ დეპორტაციას.
"ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ", - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.
გერმანიას სურს საქართველოსა და მოლდოვასთან მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმება.
"დასაქმებულთა კვალიფიციური იმიგრაციის უზრუნველყოფა და ამით სტიმულის შექმნა, რათა მომავალში საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებმა არ წარადგინონ უიმედო თავშესაფრის განაცხადი გერმანიაში", - ამბობს ის.
მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური (Bamf) ვარაუდობს, რომ საქართველოში და მოლდოვაში დაბრუნებულებს, როგორც წესი, არ ემუქრებათ დევნა ან არაადამიანური მოპყრობა.
აღიარების მაჩვენებლები ორივე ქვეყანისთვის 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში 0,1 პროცენტზე დაბალი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.