გერმანიის ბუნდესტაგის წევრი – საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე – ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის

ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე – ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ულრიხ ლეხტემ გერმანიის საელჩოში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იქნება სრულად ფუნქციური დემოკრატია საქართველოში.
„ჩვენ გვქონდა სამდღიანი მოლაპარაკებები აქ საქართველოში. ის იყო დატვირთული შეხვედრებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ადამიანებთან, რომლებიც წარმოადგენენ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე. ეს იყო ჩვენთვის რაღაც ახალი, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, ვართ რა მაღალი თანამდებობის პირების დელეგაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პარლამენტარები ვართ და გერმანიაში პარლამენტარებს აქვთ ძლიერი გავლენა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მართაც რაღაც ახალი იყო, რომ შესაძლებელი არ გახდა – ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის.
ჩვენ ყველას გვესმის, რა დგას საფრთხის ქვეშ ახლა – ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის და ნამდვილად ღრმად ვწუხვარ, განცხადებების გამო, როგორიც არის: „ჩვენ ვაპირებთ ოპოზიციის განადგურებას არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ მოვიპოვებთ უდიდეს უმრავლესობას“. ყველაფერი ეს კარგი არ არის სტაბილური დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და იმისთვის, რასაც ქართველი ხალხი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ესწრაფოდა.
ჩვენ ყველა დავაკვირდებით 26 ოქტომბრის არჩევნებს და ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვნახავთ სრულად ფუნქციურ დემოკრატიას საქართველოში. ეს ჩემი იმედიც და სურვილიც არის ყველა თქვენგანის მიმართ”, – განაცხადა დეპუტატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში