ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი - გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას იქამდე, სანამ ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ გაუქმდება

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი - გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას იქამდე, სანამ ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ გაუქმდება

გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას იქამდე, სანამ ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“], ისევე როგორც კანონები, რომლებიც ეხება ინდივიდუალურ თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს, არ გაუქმდება, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა დებორა დიურინგიმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
ბუნდესტაგის წევრმა მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციიდან საქართველო ჩამოქვეითდა.
„საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძირზე დაეშვა. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ „უცხოური აგენტების“ კანონით, საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს განხილვის საგანიც კი არ არის. გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას იქამდე, სანამ ეს კანონი, ისევე როგორც კანონები, რომლებიც ეხება ინდივიდუალურ თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს, არ გაუქმდება”, - განაცხადა დეპუტატმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.