გერმანიიდან დეპორტაციის პროცედურა მარტივდება
გერმანიის მთავრობა საქართველოსთან მიგრაციის შესახებ შეთანხმებას აფორმებს, ამ მიზნით კი თბილისში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ნენსი ფესერი ჩამოვა, - წერს გერმანული გამოცემა Spiegel-ი.
ცნობილია, რომ აღნიშნული შეთანხმება ნიშნავს, რომ დეპორტაციის პროცესი კიდევ უფრო გამარტივდება, თუმცა ასევე გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქეები კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში თავშესაფარს უფრო მალე მიიღებენ - ანუ მათ საქმეებს უფრო შემჭიდროებულ ვადებში განიხილავენ.
„ჩვენ ხელს ვუწყობთ კვალიფიციურ იმიგრაციას და ამავდროულად გვაქვს სავალდებულო შეთანხმება, რომ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ გერმანიაში დარჩენის უფლება, დაბრუნდებიან უკან“, - აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფესერმა.
mtavari.tv
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.