გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარების სახით 397 მილიონი ევროს დამტკიცებას გეგმავს

გერმანია უკრაინისთვის 400 მილიონ ევრომდე ღირებულების სამხედრო დახმარების დამტკიცებას გეგმავს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომლის შინაარსიც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი.
„უკრაინაში სამხედრო სიტუაციის მუდმივი გაუარესების გათვალისწინებით, არსებობს სერიოზული რისკი, რომ უკრაინა, მნიშვნელოვნად გაზრდილი მატერიალური მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, დამარცხდეს”, – აღნიშნულია წერილში.
Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის ფინანსთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შემდეგ, პარლამენტის ქვედა პალატის საბიუჯეტო კომიტეტისგან დამატებითი ხარჯების დამტკიცებას ითხოვს.
„დაახლოებით, 397 მილიონი ევროს დაუგეგმავი საჭიროება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოვლინდა და შეესაბამება კონსტიტუციურ და საბიუჯეტო მოთხოვნებს“, – ნათქვამია წერილში.
გერმანიის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, რათა წელს დაგეგმილი ზომები განხორციელდეს.
Reuters-ი წერს, რომ გერმანიის ბიუჯეტმა უკრაინის დახმარებისთვის წელს, დაახლოებით, 8 მილიარდი ევრო შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება