პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარების განახევრებას გეგმავს

გერმანია მომავალ წელს უკრაინის სამხედრო დახმარების თითქმის განახევრებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მთავრობის მიერ დამტკიცებული 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, უკრაინის დახმარება დაახლოებით 8 მილიარდი ევროდან დაახლოებით 4 მილიარდ ევრომდე მცირდება. ბიუჯეტი საბოლოო მიღებამდე კანონმდებლებმა უნდა დაამტკიცონ.
აღსანიშნავია, რომ გერმანია უკრაინის მეორე უდიდესი სამხედრო დონორია აშშ-ის შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.