ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანია უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას ელოდება

გერმანია უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას ელოდება

გერმანია უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემის შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას ელოდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„ჩვენ მათ გადავცემთ და შემდეგ ჩავანაცვლებთ. თუმცა, სათადარიგო სისტემები ჯერ რეალურად შეძენილი არ არის. ახლა აშშ-ის მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ საიდან მოხდება ჩანაცვლება“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ გერმანიისა და ევროკავშირისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემის ვალდებულება აიღო, რომლებიც შემდეგ უკრაინაში უნდა ჩავიდეს.
ცნობისთვის, გუშინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის დროს, პენტაგონის ხელმძღვანელ პიტ ჰეგსეთთან უკრაინისთვის Patriot-ის ხუთი საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიწოდების შესახებ შეთანხმდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.