გერმანია საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს აჩერებს

გერმანია საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების სახელმწიფო პროექტებს წყვეტს. ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ზე.
“გერმანია სინანულით აჩერებს საქართველოში 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებს. შეჩერებულია მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ქსელისა და ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. კვლავ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებასა და კანონის უზენაესობას”, – აცხადებს გერმანიის ელჩი.
საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ეტაპი დაიწყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია და პრეზიდენტი გაყალბებულად მიიჩნევენ და ახალ არჩევნებს მოითხოვენ. პროტესტი გაძლიერდა 28 ნოემბრიდან მას შემდეგ, რაც მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
„ქართული ოცნების” 28 ნოემბრის გადაწყვეტილების, საპროტესტო აქციების დარბევის და დემონსტრანტებზე ძალადობისა და მათი დაკავებების შემდეგ -ის ხელისუფლებამ ქართველ მაღალჩინოსნებს მორიგი სავიზო სანქციები დაუწესა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – „ოცნება“ დღეს იმყოფება „ცივი ომის“ ფაზაში, არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ საკუთარ მოსახლეობასთანაც – იმედის ნაპერწკალს ვიტოვებ, პროცესები მმართველ ძალას მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ურთიერთობა აუცილებელია

ნუგზარ წიკლაური – დღეს ადამიანი წყევლისთვის დაიჭირეს, როცა ასეთი ვითარებაა, „ნეტარ არიან მორწმუნენი“, დავიტოვოთ იმედი, რომ ვინმე რაღაცას შეაგონებს „ქართულ ოცნებას“ – ვიქტორ ყიფიანი იყო ივანიშვილის თანამშრომელი, დავაკვირდეთ, რა პოზიციებს ჩამოაყალიბებს