გერმანია საქართველოსთან სამეცნიერი თანამშრომლობას ყინავს – „ეს ეხება სტუდენტებს“

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართულ-გერმანული სამეცნიერო თანამშრომლობის განახლების გადაწყვეტილება არ მიიღო და ეს პროცესი „გაყინა“.
„გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაყინა გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება“, – წერს ელჩი პეტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეხება სტუდენტების მობილობას, კვლევასა და „ევროკავშირში საქართველოს პროგრამებს“.
მიზეზად გერმანიის ელჩი ასახელებს „საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვასა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას“.
„ქართველები, რომლებმაც ისწავლეს გერმანულ უნივერსიტეტებში, – ძირითადად გერმანული სტიპენდიების დახმარებით, – ამ დანაკარგის მნიშვნელობას გააცნობიერებენ“, – წერს ის.
ელჩი ასევე აზუსტებს, რომ ჯერჯერობით შეზღუდვა არ შეხებია გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმდინარე დაფინანსებას საქართველოსათვის, – რაც დაახლოებით ერთი მილიონი ევროს მოცულობისაა.
„ეს ჩვენს გულუხვ სასტიპენდიო პროგრამებს, – მაგალითად, DAAD-ს, – ჯერ არ ეხება, მაგრამ გერმანია განაგრძობს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების ყველა ასპექტის გადახედვას“, – წერს ის.

ასევე დაგაინტერესებთ

“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილის პატრონები, თუ წყალი დგას ქუჩაზე, უნდა გააჩეროთ მანქანა და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ავტომობილით გადაადგილებისას”

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…