გერმანია, როგორც განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფას არავის პატიობს- ჩვენს ქვეყანაში რატომ უნდა იყოს გინება-შეურაცხყოფა ნორმალური ქცევა და არა დაუსჯელი?

გერმანია, როგორც განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფას არავის პატიობს- ჩვენს ქვეყანაში რატომ უნდა იყოს გინება-შეურაცხყოფა ნორმალური ქცევა და არა დაუსჯელი?
„ფაქტია, რომ გერმანია, როგორც საკმაოდ განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო უფრთხილდება და იცავს თავისი, მოქალაქეების უფლებებს, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფას არავის აპატიებს. აი, მაგალითი როგორ დაჯარიმდა ქვეყნის პირველი დიპლომატის შეურაცხყოფის გამო ერთ-ერთი მოქალაქე. ჩვენთან კი ლამის ყოველდღე, საჯაროდ ქუჩაში ტელე თუ სოციალურ სივრცეში ვკითხულობთ და გვესმის გინება-ლანძღვა“- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ „მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 600 ევროს გადახდა დააკისრა“.
ნიკოლეიშვილის თქმით, მარტივი კითხვა ჩნდება, საქართველოში, ამ უდიდესი ისტორიის, ტრადიციების და კულტურის ქვეყანაში რატომ უნდა იყოს გინება-შეურაცხყოფა ნორმალური ქცევა და არა დაუსჯელი?
„ანალენა ბერბოკის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვერც საქმიანობა და ვერც განცხადებები ჩემს, რბილად რომ ვთქვა სიმპათიას ნამდვილად არ იმსახურებს. მაგრამ ფაქტია, რომ გერმანია, როგორც საკმაოდ განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო უფრთხილდება და იცავს თავისი, მოქალაქეების უფლებებს, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფას არავის აპატიებს. აი, მაგალითი როგორ დაჯარიმდა ქვეყნის პირველი დიპლომატის შეურაცხყოფის გამო ერთ-ერთი მოქალაქე. ჩვენთან კი ლამის ყოველდღე, საჯაროდ ქუჩაში ტელე თუ სოციალურ სივრცეში ვკითხულობთ და გვესმის გინება-ლანძღვა. ნამდვილად არ არის ლამაზი არც კაცისგან, რომელიც ყოველთვის ზრდილობასთან და ვაჟკაცობასთან, მითუმეტეს არც ქალისგან, რომელიც მშვენიერებასთან, სინაზესა და მანდილოსნობასთან ასოცირდებოდა, უწმაწური სიტყვების მოსმენა. ეს საქართველოა, აქ მამაკაცი, ქალს ადგილს უთმობდა, კარს უღებდა წინ ატარებდა, ქალში დედას, დას, ბებიას, მეუღლეს ხედავენ, კაცში კი სიძლიერეს, მამას, ძმას, მეუღლეს, პაპას, წინაპარს და ამით ყოველთვის გამოვირჩეოდით და ვამაყობდით. შესაბამისად მარტივი კითხვა ჩნდება, საქართველოში, ამ უდიდესი ისტორიის, ტრადიციების და კულტურის ქვეყანაში რატომ უნდა იყოს გინება-შეურაცხყოფა ნორმალური ქცევა და არა დაუსჯელი?“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
Next: გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, და მას 9 600 ევროს გადახდა დააკისრა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული