“გერმანია მხარს უჭერს ამ საკითხზე ევროკომისიის წინადადებას” – ოლაფ შოლცი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.
მისივე თქმით, გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს.
“ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საჭირო დისკუსიაა ევროპაში. აუცილებელია გაწევრიანების მიმართულებით პროგრესს მივაღწიოთ. ეს არის გადაწყვეტილება, რომლისთვისაც ევროკავშირი მზადაა და რომელსაც განვიხილავთ დასავლეთ ბალკანეთთან, უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან. რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე მხარდაჭერას, გერმანია მხარს უჭერს ამ საკითხზე ევროკომისიის წინადადებას,” – აღნიშნა შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს