გერმანიაში წლიური ინფლაცია იანვარში 2021 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო
გერმანიაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი იანვარში 2,9%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის ივნისის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მონაცემებს Destatis-ი ავრცელებს.
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის დეკემბერში 3,7%, ნოემბერში კი 3,2% შეადგინა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წლის იანვარზე უფრო დაბალი 2021 წლის ივნისში იყო (+2,4%)“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ენერგეტიკული პროდუქტების ფასების მაჩვენებლები შესამჩნევად იკლებს და სურსათზე ფასების ზრდა კიდევ უფრო შენელდება. თუმცა, ის მაინც უფრო მაღალია ვიდრე მთლიანი ინფლაცია“, - Destatis-ის პრეზიდენტმა რუთ ბრენდმა.
იანვარში თვიური ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.