არქივი5 ივლისი, 2024, 11:39
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, 45 წლის ქართველი სუპერმარკეტში შეიჭრა, შესასვლელი კარი შეამტვრია და სალაროდან რამდენიმე სიგარეტისა და თანხის გატანას ცდილობდა, რა დროსაც განგაშის სიგნალი ჩაირთო და პოლიციამ ის ადგილზევე აიყვანა.
სამართალდამცავების ცნობით, ქართველი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას თან ჰქონდა ნაძარცვი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათას ევროს შეადგენდა.
გამოძიება განსაკუთრებით მძიმე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.