ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანის შევარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს.
გერმანული გამოცემა dpa-ის ცნობით, ქალაქ მაგდებურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლი პოლიციამ დააკავა. საზოგადოებრივი მაუწყებელი MDR-ის ცნობით, მომხდარის შედეგად როგორც მინიმუმ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო AFP აღნიშნავს, რომ 60-80 ადამიანი დაშავდა.
ქალაქის სპიკერი მიხაილ რეიფი ვარაუდობს, რომ ეს განზრახ განხორციელებული აქტი იყო და ადგილზე "საშინელი სურათია".

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.