ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში საერთაშორისო მედია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

გერმანიაში საერთაშორისო მედია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინში, სამოგზაურო მედია კონფერენციაში International Media Marketplace მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია კონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გავლენიანი მედიასაშუალებების: BBC Travel-ის, National Geographic Germany-ის, Spiegel-ის, Travel+Leisure Germany-ის, The Voyager-ის, TRVL Counter-ის ჟურნალისტებს, ასევე ინფლუენსებსა და ბლოგერებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კურორტები, სათავგადასავლო ტურისტული მიმართულება გააცნეს.
IMM Germany Berlin-ის კონფერენციის ფარგლებში , პრეზენტაციები გაიმართა საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით.
კონფერენციის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის გაცნობითი ტურების გამართვას გეგმავს.
International Media Marketplace-ზე 190 მედიასაშუალება და 125 გლობალური ბრენდი იყო წარმოდგენილი.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.