ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში, საავადმყოფოში შეიარაღებული პირი შეიჭრა

გერმანიის ქალაქ აახენის საავადმყოფოში შეიარაღებული პირი შეიჭრა, ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
Bild-ის ცნობით, გერმანიის ქალაქ აახენის ჰოსპიტალში შეიარაღებულმა პირმა პიროტექნიკა ააფეთქა, რის შედეგადაც კვამლი გაჩნდა.
საავადმყოფოს ტერიტორიას პოლიციამ ალყა შემოარტყა და მიმდებარე გზები გადაკეტა.
აახენის პოლიცია არ ადასტურებს იმას, თუ რას ითხოვს შეიარაღებული პირი და აიყვანა თუ არა მან მძევლები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.