ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში მმართველი კოალიცია დაიშალა

გერმანიაში მმართველი კოალიცია დაიშალა

გერმანიაში მმართველი ე.წ."შუქნიშნის კოალიცია" დაიშალა და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს, რათა მარტში ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდეს შესაძლებელი, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
შოლცის თქმით, ის ეთანხმება ვიცე-კანცლერს რობერტ ჰაბეკს, რომ გერმანიას სჭირდება სწრაფი სიცხადე სამომავლო პოლიტიკის მიმართულებასთან დაკავშირებით.
მანამდე შოლცმა თანამდებობიდან გადააყენა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი, რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალი „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარეა. შოლცის მტკიცებით, ლინდნერმა მის ნდობას უღალატა და პარტიის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.