არქივი28 იანვარი, 2024, 08:08
გერმანიაში მატარებლის მემანქანეების გაფიცვა ვადაზე ადრე დასრულდება
გერმანიაში მატარებლის მემანქანეების გაფიცვა ვადაზე ადრე დასრულდება. პროფკავშირებსა და რკინიგზის ოპერატორებს შორის დროებით შეთანხმება შედგა, თუმცა მოლაპარაკების პროცესი ხუთი კვირის განმავლობაში, მაინც გაგრძელდება.
გაფიცულთა ნაწილი სამუშაო ადგილებს დღეს, ნაწილი კი ხვალიდან დაუბრუნდება. მატარებლის მემანქანეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის ზრდას ითხოვდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.