არქივი29 აგვისტო, 2025, 22:39
გერმანიაში ინფლაცია აგვისტოში 2.1%-მდე გაიზარდა

Destatis-ის წინასწარი მონაცემებით, გერმანიაში სამომხმარებლო ფასები, რომელიც ჰარმონიზებულია ევროკავშირის სტანდარტებთან, აგვისტოში 2,1%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამგვარად, ქვეყანაში ინფლაცია ივლისში არსებულ 1.8%-თან შედარებით დაჩქარდა.
Trading Economics-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები საშუალოდ ინფლაციის 2%-მდე დაჩქარებას პროგნოზირებდნენ.
გერმანიაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი გასული წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაიზარდა.
ვრცლად interfax – ზე
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.