ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა – ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია თურქეთსა და საქართველოში განხორციელდა

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა – ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია თურქეთსა და საქართველოში განხორციელდა

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციის რაოდენობა გაიზარდა – ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია თურქეთსა და საქართველოში განხორციელდა, – ინფორმაციას გამოცემა Tagesschau ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, იმ ადამიანების დეპორტაციის რაოდენობამ, რომელთაც თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრეს, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე 17 651 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 14 706 იყო.
ყველაზე მეტი, 1614 ადამიანის დეპორტაცია თურქეთში, ხოლო საქართველოში 1379 ადამიანის დეპორტაცია განხორციელდა.
ბუნდესტაგისა და მემარცხენე პარტიის, Die Linke-ს წევრმა, კლარა ბიუნგერმა დეპორტაციებთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა.
„როდესაც საქმე დეპორტაციების ზრდას ეხება, ხელისუფლებას ტაბუ აღარ დარჩა. მასობრივი დეპორტაციები ისეთ ქვეყნებში, როგორიც თურქეთია, რომელიც მემარცხენეების, ქურთებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებს ახორციელებს? როგორც ჩანს, გერმანიაში არსებულ პოლიტიკურ პირობებში ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს“, – განაცხადა ბიუნგერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.