გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო მიმდინარეობს

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო მიმდინარეობს, რომელიც ოლაფ შოლცის მმართველი კოალიციის დაშლის შედეგად დაინიშნა.
გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) ბლოკი გაიმარჯვებს და კანცლერი გახდება ფრიდრიხ მერცი — 69 წლის კონსერვატორი ლიდერი, თუმცა მათ მოუწევთ კოალიციური მთავრობის შექმნა სულ მცირე ერთ ან მეტ პარტიასთან.
იმავდროულად, გამოკითხვები ვარაუდობენ, რომ ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თავის საუკეთესო შედეგს აჩვენებს და ხმების დაახლოებით 20%-ს მოიპოვებს. წელიწადზე მეტია, ის მეორე ადგილზეა მერცის CDU-CSU ბლოკის შემდეგ. AfD, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს ილონ მასკი, მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას, რუსული გაზის იმპორტის აღდგენას, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას და ევროზონიდან გასვლას მოითხოვს.
გამოკითხვებში მესამე ადგილს იკავებს ოლაფ შოლცის „სოციალ დემოკრატიული პარტია“ (SPD), წინასწარი გამოკითხვებით, ის
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოხდა თავდასხმების სერია, რომლებშიც ეჭვმიტანილი მიგრანტული წარმომავლობისაა, რამაც ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, შეიძლება გაზარდოს AfD-ის მხარდაჭერა.
ბოლო სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, პარტიების მხარდაჭერა შემდეგნაირად ნაწილდება:
· CDU/CSU – 29,7%
· ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) – 20,6%
· სოციალ დემოკრატიული პარტია (SPD) — 15,5%
· მწვანეები — 12,9%
· მემარცხენეები — 7,2%
· BSW – 4,5%
· თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) – 4,3%.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა