არქივი22 ივლისი, 2024, 10:38
გერმანიაში დაკარგულ საქართველოს მოქალაქეს ეძებენ
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ – როგორც გერმანიის ქართული სათვისტომოს ფეისბუქ ჯგუფში გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დაკარგულია 69 წლის შოთა კაპანაძე. ის ბერლინში 12 ივლისს ჩავიდა და ლაიფციგში უნდა წასულიყო, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.
დაკარგულს აცვია თეთრი ზოლიანი პერანგი, შავი შარვალი და ფეხსაცმელი და ახურავს შავი კეპი. თან აქვს ლურჯი Adidas-ის ზურგჩანთა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.