გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამო უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა

გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გამო უკრაინის მოქალაქის დაკავების ორდერი გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
გერმანული მედიის ცნობით, ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქებებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, გერმანიის გენერალურმა პროკურორმა, იენს რომელმა ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქის, ვლადიმერ ს.-ს დაკავების ორდერი გასცა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ყვინთვის ინსტრუქტორია, რომელიც ბოლო დრომდე პოლონეთში ცხოვრობდა. უცნობია, დაბრუნდა თუ არა ის უკრაინაში.
გამოძიება ვარაუდობს, რომ აფეთქებაში უკრაინის კიდევ ორი მოქალაქე მონაწილეობდა, სავარაუდოდ, ისინიც მყვინთავები არიან, რომლებმაც მილსადენებზე ასაფეთქებლები მოათავსეს.
გერმანელი ჟურნალისტები ეჭვმიტანილ ვლადიმერ ს.-ს დაუკავშირდნენ, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდების შესახებ პირველად გაიგო და გაზსადენის აფეთქებაში მონაწილეობა უარყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია