ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიამ უკრაინას შეიარაღებისა და ტექნიკის ახალი პარტია გადასცა

გერმანიამ 16 თებერვალს უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა, რომელშიც სხვადასხვა სახეობის ტექნიკისა და ტყვია-წამლის გარდა რამდენიმე ათეული ჯავშანტრანსპორტიორიც არის. გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ცნობაში ჯავშანტრანსპორტიორების შესახებ კონკრეტულად მითითებული არ არის, სამაგიეროდ აღნიშნულია, რომ უკრაინამ მიიღო დაახლოებით 50 ერთეული სხვადასხვა ტიპის დრონი, 1 საინჟინრო ტანკი, 9 გამნაღმველი ე.წ. მტრალავი და 3 ავტომობილი მესაზღვრეთათვის.
"მიწოდება ხორციელდება სამრეწველო საწყობებიდან, და ფინანსდება გერმანული ფონდებით უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ასევე ტარდება წინასწარი მოსამზადებელი ღონისძიებები", - ნათქვამია გერმანიის მთავრობის ანგარიშში.
პარასკევს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში ორმხრივ უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დოკუმენტის თანახმად მიმდინარე წლისთვის უკრაინა შვიდ 7 მილიარდ ევროზე მეტ დახმარებას მიიღებს. ეს თანხები რუსეთთან ბრძოლაში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას მოხმარდება. უკრაინული მხარის ცნობით, გერმანელ მწარმოებლებთან შესაბამისი კონტრაქტები უკვე დადებულია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.