გერმანიამ საქართველოდან ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. ამიტომ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო გადაწყვიტილება, ელჩი ფიშერი შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის გაიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)