ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიამ განაცხადა, რომ არ აშინებს პუტინის მუქარა საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის წარმოებაზე

გერმანიამ განაცხადა, რომ არ აშინებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მუქარა. პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა განაახლოს საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის წარმოება, თუკი აშშ მართლაც დააპირებს ევროპაში რაკეტების განლაგებას.
„ასეთი განცხადებები ვერ შეგვაშინებს,“ თქვა ორშაბათს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სებასტიან ფიშერმა პრესკონფერენციაზე.
აშშ-მა და გერმანიამ ივლისში განაცხადეს, რომ 2026 წლიდან დაიწყებენ გერმანიაში შორი მოქმედების საიერიშო საშუალებების განლაგებას. ამ ნაბიჯის მიზანია, წარმოაჩინოს ნატოსა და ევროპის თავდაცვისადმი ერთგულება.
კვირას სანქტ-პეტერბურგში გამართულ საზღვაო აღლუმზე პუტინმა განახადა, რომ თავისი მოქმედებებით აშშ მიდის რისკზე, რომ ცივი ომის სულისკვეთების ახალი სარაკეტო კრიზისის პროვოცირება მოახდინოს.
„თუკი აშშ ასეთ გეგმებს განახორციელებს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ თავისუფალი ვართ ცალმხრივი მორატორიუმისგან, რომელიც ადრე დავაწესეთ საშუალო და მცირე სიშორის შემტევ საშუალებებზე“, - თქვა პუტინმა 28 ივლისს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.