გერმანიამ გაამარტივა იმ პირთა დეპორტაციის პროცედურა, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობის ინიციატივით, ქვეყანაში გამარტივდა იმ პირთა დეპორტაციის პროცედურა, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ – შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა უკვე მიიღო.
როგორც “დოიჩე ველე” წერს, ამით, მთავრობა ცდილობს, არალეგალურ მიგრაციასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს გაუმკლავდეს.
მიღებული დოკუმენტის თანახმად, დეპორტაციამდე დაკავების კანონიერი მაქსიმალური ვადა 10 დღიდან 28 დღემდე გახანგრძლივდა. ხელისუფლებას ექნება მეტი უფლებამოსილება, როდესაც საქმე შეეხება ჩხრეკის ჩატარებას. მაგალითად, ახალი კანონპროექტით პოლიციას უფლება ექნება, შევიდეს საერთო საცხოვრებელში და არამხოლოდ დეპორტირებული პირის ოთახში.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელიც, ფაქტობრივად, საქართველოს დაარსებას იჩემებს, არც ბიძინა ივანიშვილი და არც “ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა