არქივი16 იანვარი, 2025, 20:53
გერმანელი მინისტრი - შოკირებული ვარ გიორგი გახარიაზე თავდასხმით - დანაშაული უნდა იქნას გამოძიებული

ძალიან შოკირებული ვარ გიორგი გახარიაზე თავდასხმით, პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიებში. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, სვენია შულცე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ძალიან შოკირებული ვარ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციურ ლიდერზე გიორგი გახარიაზე თავდასხმით. სწრაფ გამოჯანმრთელებასა და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ეს დანაშაული გამოძიებულ უნდა იქნას. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიებში”, - წერს შულცე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.