ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გენო პეტრიაშვილმა უსაზღვროდ გამახარა და გაგვახარა სრულიად საქართველო. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად ჩავატარეთ, ღმერთის წყალობით – ლაშა ბექაური

ოლიმპიელი ჩემპიონი ლაშა ბექაური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელებს – გენო პეტრიაშვილს, ლაშა ტალახაძეს და გივი მაჭარაშვილს დახვდა და ქართული დელეგაციის წარმატებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„გენო პეტრიაშვილმა უსაზღვროდ გამახარა მე პირადად და გაგვახარა სრულიად საქართველო. მთლიანად დელეგაციამ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად ჩავატარეთ, ღმერთის წყალობით. არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საქართველოს გულის გახარებას“, – აღნიშნა ბექაურმა.
პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე საქართველომ შვიდი მედალი მოიპოვა: სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და მედლების საერთო რაოდენობით ისტორიაში პირველად საქართველომ 24-ე ადგილი დაიკავა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.