გენო პეტრიაშვილის ძმა, კონსტანტინე პეტრიაშვილი 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია
ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო...
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით დაასრულა.
კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ) - ოქრო - გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბერძენი მეტოქე 10:0 დაამარცხა!
ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) - ვერცხლი - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ბოლო წამზე დაკარგა ოქროს მედალი, ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუს ალდატ კესაევთან შეხვედრაში.
მათე ცინაძე (51 კგ) - ბრინჯაო
- ცინაძემ დასკვნით პაექრობაში მან ნეიტრალური გუნდის ბელარუსი ჰლებ პიატროუ დაამარცხა - 7:0.
რატი რევაზაშვილი (65 კგ) - ბრინჯაო - ვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა რატი რევაზაშვილი (65 კგ). რეპეშაჟის ფინალში მან თურქი კორაი ეკენი დაამარცხა (4:2).
წყარო: საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.