ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ისრაელის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ისრაელის სახელმწიფო ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს შეხვდა.
უწყების ცნობით, პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ისრაელის ელჩთან პროკურატურის ძირითად ფუნქციებზე, მუშაობის სპეციფიკასა და საქმიანობის თავისებურებებზე ისაუბრა.
„როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა ისრაელის სამართალდამცავ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობს და მიიღებს ყველა ზომას, რათა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა მაქსიმალურად ეფექტიანად და წარმატებით გაგრძელდეს.
ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მწუხარება გამოთქვა ისრაელის სახელმწიფოში განვითარებული მოვლენების გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.