ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გენერალი სირსკი: სუჯაში დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ დღეს, 14 აგვისტოს გამოაცხადა, რომ რუსეთის ქვედანაყოფები გაანადგურეს კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში.
გენერალ-პოლკოვნიკმა სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ სუჯაში „დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება”.
მთავარსარდლის თანახმად, 14 აგვისტოს დადგომიდან უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაატყვევს და ცალკეული მიმართულებებით წინ წაიწიეს 1-2 კილომეტრით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სუჯაზე კონტროლის დაკარგვის შესახებ არაფერი უთქვამს.
უკრაინის თავდაცვის ძალების სპეციალური დანიშნულების რაზმმა BRAVO Team-მა სოციალური ქსელებით ჯერ კიდევ 12 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა სუჯაზე კონტროლი დაამყარეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს.
უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში აკონტროლებენ 74 დასახლებულ პუნქტს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოწინააღმდეგის წინსვლა შეჩერებულია და მას დიდი დანაკარგი აქვს, თუმცა დამოუკიდებელი წყაროები ამას არ ადასტურებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.