ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გენგ შუანგი - ჩინეთი მზად არის უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოს

ჩინეთი მზად არის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოს, - ამის შესახებ გაერო-ში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, გენგ შუანგმა განაცხადა.
„ჩინეთი მზად არის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოს და კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობაში კონსტრუქციული როლის თამაში განაგრძოს“, - განაცხადა გენგ შუანგმა.
გენგ შუანგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას ინარჩუნებს და საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას მხარს უჭერს.
„ჩვენ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ პოლიტიკური ნება გამოიჩინონ, კონსენსუსს მიაღწიონ, საომარი მოქმედებები შეწყვიტონ და სამშვიდობო მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ“, - აღნიშნა შუანგმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.