ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე
"რეჟიმმა იცის, რომ არც რუსული კანონით და არც ვითომ ამერიკული „ფარას“ საშუალებით, არაფრის ფასად, უცხო ქვეყნის აგენტებს არ დავირქმევთ. ამ იარლიყით მე არასდროს ვიცხოვრებ!
ამიტომაც, ივანიშვილის პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის გაცემა აკრძალა.
საერთაშორისო ორგანიზაციამ, ფონდმა რეჟიმს უნდა სთხოვოს ნებართვა, მაგალითად, ჩვენ რომ გრანტი მოგვცენ ჟურნალისტური გამოძიებების საკეთებლად - მთავრობის წევრთა კორუფციული საქმიანობის, ბუნებრივი რესურსების მიტაცების, ადამიანის უფლებების დარღვევის, რუს ოლიგარქებზე ტყეების გაჩუქების, გულგრილობითა და უმოქმედობით სტიქიის დროს ხალხის დახოცვის მხილებისთვის.
ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე, ტყეები და მდინარეები მივიტაცე და ა.შ.
რეჟიმს სურს, რომ 1-ელი ივნისიდან, უფლებადაცვითი, გარემოსდაცვითი, ანტიკორუფციული, კვლევითი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის დიდმა ნაწილმა უბრალოდ ვეღარ იარსებოს! პირველ რიგში, ეს იმ ადამიანებს შეგეხებათ, ვინც აქამდე სხვადასხვა პრობლემის გაშუქების ან ადვოკატირების მიზნით მოგვმართავდით," - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.