არქივი15 მარტი, 2025, 20:38
გელა მთივლიშვილი: წეროვანთან, ავტობანზე, თავს დაგვესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი

"მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ წეროვანთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თავს დაესხა.
"წეროვანთან, ავტობანზე, თავს დაგვესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი". - წერს ჟურნალისტი.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. "პირველების" რედაქცია დეტალებს ამ წუთებში არკვევს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.