ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს

გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა თავად გაავრცელა.

როგორც მთივლიშვილი “ფეისბუქზე” წერს, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა.

,,ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, “ქართული ოცნების” მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!”,- წერს მთივლიშვილი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.