გელა ბარკალაია დააყაჩაღეს – “თუჯის რეზერვუარში ეძებდნენ მილიონებს”

გელა ბარკალაია დააყაჩაღეს – “თუჯის რეზერვუარში ეძებდნენ მილიონებს”
ტვ პირველის ინფორმაციით, ნიღბიანები, ქართველი ბიზნესმენის, გელა ბარკალაიას ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და სასტიკად სცემეს ოჯახის დამხმარე, ასევე ნაცემია სახლის მომვლელიც.
70 წლამდე კაცი მძიმე მდგომარეობით, ამ დრომდე საავამდყოფოშია მოთავსებული, ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.
მედიის ინფორმაციით, ასაკოვანი კაცი მძარცველებს რამდენიმე საათის განმავლობაში გაკოჭილი ჰყავდათ. შეიარაღებული პირები ეძებდნენ ფულს და ძვირფასეულობას, მედია წერს რომ, საუბარია რამდენიმე მილიონზე, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ბარკალაია საგურამოს სახლში, თუჯის რეზერვურაში ინახავდა.
გელა ბარკალაიამ დაუდასტურა ინციდენტი და თქვა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები შემთხვევის დროს აგარაკზე არ იმყოფებოდნენ. ის ამბობს, რომ პოლიციამ ორი პირი უკვე დააკავა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სათვალთვალო კამერა დამონტაჟებული არ არის. ორივე პირი წარსულში ნასამართლევია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა