ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი - სპეციალურად მოწყობილი გამათბობელი აგრეგატები გასული ღამის განმავლობაში, ეფექტურად ასრულებდნენ თავის ფუნქციას, რამაც შესაძლებელი გახადა გადახურვის საფარი არ დამძიმებულიყო თოვლის გადაჭარბებული მასით

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი - სპეციალურად მოწყობილი გამათბობელი აგრეგატები გასული ღამის განმავლობაში, ეფექტურად ასრულებდნენ თავის ფუნქციას, რამაც შესაძლებელი გახადა გადახურვის საფარი არ დამძიმებულიყო თოვლის გადაჭარბებული მასით

გელათის კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის თოვლის დიდი მასებისგან გასათავისუფლებლად სპეციალურად მოწყობილი გამათბობელი აგრეგატები გასული ღამის განმავლობაში, ეფექტურად ასრულებდნენ თავის ფუნქციას, რამაც შესაძლებელი გახადა გადახურვის საფარი არ დამძიმებულიყო თოვლის გადაჭარბებული მასით,- ამის შესახებ „გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე, შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან ერთად, ასევე იმყოფებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - არქიმანდრიტი კირიონიც (ონიანი).
„გელათის კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის თოვლის დიდი მასებისგან გასათავისუფლებლად სპეციალურად მოწყობილი გამათბობელი აგრეგატები გასული ღამის განმავლობაში, შესაბამის დროის ინტერვალებით, ეფექტურად ასრულებდნენ თავის ფუნქციას, რამაც შესაძლებელი გახადა გადახურვის საფარი არ დამძიმებულიყო თოვლის გადაჭარბებული მასით.
ადგილზე, შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან ერთად პირადად იმყოფებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე „გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი“ ავრცელებს ვიდეოებს, რომელიც მათი მტკიცებით, გელათში მოსული უხვი ნალექის პირობებში გამათბობელი აგრეგატების მიერ გამთბარი ზედაპირებიდან დნობის შედეგად ჩამოცვენილ თოვლის მასებს ასახავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.