არქივი21 თებერვალი, 2024, 13:28
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 თებერვალს, 10:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ოძისი, ახმაჯი, ბაქაქურები და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.
მათივე ცნობით, ასევე, 11:10-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანსა და სოფელ დიღომში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.