გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში წოდორეთში, მსხალდიდში, ზემო ლისზე და მიმდებარე სოფლებში.
ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში ნარეკვავის, კახეთის, ქართლის, სამხედროს და მიმდებარე ქუჩებზე; 12:40-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, მამკოდაში, ვეჯინში, ნადიკვრებსა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”