გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ნოემბერს, 09:30-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ზემო ხორხი, კორშა, შარახევი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ვახტანგ ჭელიძის, ავთანდილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:15-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში კასკადის, თავისუფლების, კეცხოველის, ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, ორხევი და მიმდებარე სოფლებში; 16:55-დან 17:00 საათამდე და 17:55-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში დარიალი, ლარსი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“ , -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ