ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაგრანეთი, ნაქალაქარი, ზურაბები, გორანა, ბალებისხევი, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიჩბისი, ქსანი, ძეგვი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, საშაბურო, ლაზვიანი, ბაგიჭალა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.