ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 ოქტომბერს 11:00-იდან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაგრანეთი, ზემო და ქვემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, საჯინიბო და მიმდებარე სოფლებში.
11:00-იდან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს გუდაურში, ქუმლისციხეში, ზემო მლეთაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.
13:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაითიშება მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში და წეროვნის დასახლებაში, ხოლო 15:00-იდან 18:30 საათამდე დენი გაითიშება სოფელ თხინვალაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.