გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 ივლისს 01:00-დან 02:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზემო და ქვემო ლისზე, მსხალდიდში, სოფელ თხინვალაში და მიმდებარე სოფლებში; 28 ივლისს 01:00-დან 02:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზემო და ქვემო ლისზე, მსხალდიდში, სოფელ თხინვალაში და მიმდებარე სოფლებში; 09:00-დან 09:10 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფასანაური, ჭართალი, წითლიანა, მენესო, დოლასქედი, კიტოხი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.