გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
კერძოდ, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, ხადა, მლეთა, ბურღულები, ქარქუშაანი, არბოეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თეზამი, ცხვარიჭამია, კევლიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 11:05 საათამდე და 15:55-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფრეზეთი, წილკანი, წეროვანი, ერედა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებში, ლისზე, შინდების მიწასა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს